საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგში ჩართვის წესი დაამტკიცა. სებ-ის განცხადების თანახმად, ახალი წესის მთავარი მიზანი ერთი მხრივ, სუბიექტების ღია ბანკინგში ჩართვის პროცესის ორგანიზებულად მართვა, ხოლო მეორე მხრივ, ჩართული სუბიექტების მომსახურების სანდოობისა და დაცულობის უზრუნველყოფაა.
“ახალი წესის მიხედვით, არასაბანკო ინსტიტუტებს, დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობა ეძლევათ ღია ბანკინგში ჩაერთონ როგორც ანგარიშზე ინფორმაციის წვდომის, ისე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად. ღია ბანკინგში ჩართვა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებად ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესიც დაამტკიცა, რომლითაც ახალი ტიპის საქმიანობის, ანგარიშზე ინფორმაციის წვდომისა და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის საშუალებას ნებისმიერ პირს, მათ შორის სებ-ის აქამდე არარეგულირებად სუბიექტებს მიეცათ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ღია ბანკინგში ჩართვის პროცესში დახმარება გაუწიოს ნებისმიერ სუბიექტს, ასევე, უპასუხოს დაინტერესებულ მხარეთა შეკითხვებს ინოვაციების ოფისის ელექტრონულ მისამართზე – innovationoffice@nbg.gov.ge,”- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…